მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი გოგიტა თოდრაძე. სტუმარს შეხვდა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხბაია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე.
მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტსა და საქსტატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. სტუმარი გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დაათვალიერა ბლუმბერგის ლაბორატორია.
შეხვედრის შემდეგ ბატონმა გოგიტა თოდრაძემ ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: „ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები – წარსული გამოცდილება და თანამედროვე რეალობა“. ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.